გიგი უგულავა: 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დაისი

ამის შესახებ, “ევროპული საქართეველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ის ვინც საქართველოზე ფიქრობს, ის ვინც საქართველოზე წერს, საქართველოს თემაზე აქვს შეხება სრული ასე ქვთქვათ, თანხმობაა იმაზე რომ 2020 წელი უნდა იყოს ივანიშვილის დაისი.

ეს არ არის აკვიატების საგანი, ამას მიუთითებს, ის კვლევები, რომელიც ტარდება, განწყობა საზოგადოების და იგრძნობა, დემოკრატია ეფუძნება ხალხის განწყობას, განწყობა არის ასეთი. თუ ხალხის განწყობის საპირისპირო შედეგი მივიღეთ ე.ი. ბიძინა ივანიშვილი ძალადობს. ივანიშვილს ამ ძალადობაში არავინ გაყვება.”,-ამბობს უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად