გიგი უგულავა: 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია

” ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია.”- ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს უაზრო, უშინაარსო და ქვეყნისთვის მაზიანებელ დათმობზე, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა და ამას მოჰყვა ის რეაქცია, რაც ვიცით ჩვენ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია.

ამავე დროს, პოსტ პანდემიურ, თუ პანდემიურ პირობებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს.”-ამბობს უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად