გიგი წერეთელი: ვუსმენდი განმარტებებს და მასწავლებელი რომ ეკითხებოდა ბავშვს, რატომ არ იცი გაკვეთილიო, ის გამახსენდა

ვუსმენდი განმარტებებს და მასწავლებელი რომ ეკითხებოდა ბავშვს, რატომ არ იცი გაკვეთილიო, ის გამახსენდა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე.

“ვაქცინის შემოტანას აქვს თავისი შემოტანის ეტაპები და მიმართულებები, როგორც ჩანს არცერთმა მიმართულებამ არ იმუშავა. დღეს ვუსმენდი განმარტებებს და იცით რა გამხსენდა? სკოლაში მასწავლებელი რომ ეკითხებოდა, რატომ არ იცი გაკვეთილი, ან რატომ არ გაქვს რვეული და დამრჩა პატივცემულო.

ბოლო აკორდი ის იყო, რომ თურმე კოვაქსს უნდა უჩივლოს ჯანდაცვის სამინისტრომ. როგორც ჩანს არ იყო აქტიურობა არცერთ იმ რგოლში, რომელსაც სჭირდება სერიოზული აქტიურობა. მე ნიშნისმოგებით არასდროს არ ვლაპარაკობ. მტკივა, რასაც ვამბობ და მაწუხებს, რომ ადამიანები კი არ ვქეიფობთ, არამედ მშობლებს ვერ ვნახულობთ. ის ხალხი, ვინც ვაქცინის შემოტანაზე უნდა ზრუნავდეს, ქეიფში ატარებს დროს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კოვიდ 19-ის ვაქცინა ჯერ არ მიუღია და არც ის არის ცნობილი ზუსტად როდის ექნება ვაქცინა. თებერვლის ბოლოს დაგეგმილი პირველი დოზების შემოტანის გეგმა ჩავარდა. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მარტის ბოლოს იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...