გიგი წერეთელი: თუ ხელისუფლება გარკვეულ გადაწყვეტილებს ამ ჭრილში მიიღებს, ეს მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს

თუ ხელისუფლება გარკვეულ გადაწყვეტილებს ამ ჭრილში მიიღებს, ეს მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისფლების კონტექსტში განაცხადა.

“ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ამ ჭრილში, გაითვალისწინებს მოთხოვნებს. გიორგი რურუას გათავისუფლება ერთი საკითხია, იქ კიდევ სხვა საქმეებია. ნიკა გვარამიას საკითხი, კიდევ არიან დაბარებული.

თუკი იმ შეთანხმების შედეგად რაც იყო, შეწყდება ასეთი საქმეები და აღარ იქნება ვინმე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ პოლიტპატიმარი და გაგრძელდება მოლაპარაკებები იმ ორ მნიშვნელოვან თემააზე, ესაა საარჩევნო რეფორმა და ვადამდელი არჩევნები, ახალი არჩევნების ვადა. თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს იქნება ძალიან კარგი რომ, ქვეყანამ ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმის პროკურორმა  შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის  30 – 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებისა და საგამოძიებო უწყების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაპატიმრებულებს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად