გიგი წერეთელი: სავჩენკო არის სიმბოლო, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი სისტემას ებრძოდეს

„ნადია სავჩენკო დღეს არის პოლიტპატიმარი და სიმბოლო იმის, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ებრძოდეს სისტემას“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში უკრაინის საელჩოსთან უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
 

„ძალიან კარგია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ ძალიან აქტიურად დაუჭირა მხარი ამ გლობალური სოლიდარობის პროცესს ნადია სავჩენკოს მიმართ. ის მართლაც გმირია, ის არის სიმბოლო თავისუფლებისთვის ბრძოლის და სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ებრძოდეს სისტემას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ეს პროცესი სჭირდება იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს დაანახოს , ვითომ ეს ყველაფერი ხდება ლეგიტიმურად, ეს ყველაფერი კი მოკლებულია საერთაშორისო კანონებს. მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ სავჩენკო არის პოლიტპატიმარი, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყნის პოზიციას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც და უკრაინელ მეგობრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადად უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ყველა საქმე გადადო და მიიჩნია, რომ თავისი ერთი ხმა უნდა შეუერთეს ამ საერთო პროცესს“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინის საელჩოსთან ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე პოიტიკოსი იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...