გიგი წერეთელი: პირველადი ჯანდაცვა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია

 "ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ჯანდაცვის რაიმე სტრატეგია დაუგეგმავს, მიზნად პირველადი ჯანდაცვის გამართული სისტემა აქვს დასახული, მაგრამ მთავარია ვინ როგორ ახორციელებს და რისი საშუალება აქვს," – "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი წერეთელი პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს.

 

გიგი წერეთელი: „საქართველოში სუსტი ეკონომიკური ფონია, საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯების ადეკვატური არ არის, ამიტომ  ასეთ ვითარებაში სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემაზე საუბარი, ვფიქრობ,  ცოტა ზედმეტია. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, სახელმწიფო შეეცდება რა რესურსებიც აქვს ის გადაანაწილოს და ასეთ შემთხვევაში ანაწილებს   ყველაზე ერთნაირად – მდიდარზეც და ღარიბზეც. ეს კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მძიმე ვითარებაში აყენებს.

რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, მისი ეფექტური მუშაობა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში, განმსაზღვრელიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის ინდიკატორებისთვის."

გიგი წერეთლის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე მეტი დატვირთვა და ხარჯი ჰოსპიტალურ სექტორზე: „აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ რგოლის გაძლიერება უდავოდ კარგი იქნება. ამ შემთხვევაში გარდა იმისა რომ აუცილებელია, ადამიანებმა დიდი რიგების გარეშე მიიღონ მომსახურება, მნიშვნელოვანია ხარისხიც. ასე, რომ პირველად ჯანდაცვას ჭირდება მეტი დაფინანსება და რეგიონალურ კლინიკებში აუცილებელია მეტი რესურსის ჩადება, ექიმებისა და ზოგადად, მედპერსონალის განვითარებისთვის. მეტად უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე მეთოდოლოგიით. ის ფუნქცია, რომელიც პირველად ჯანდაცვას აკისრია, შესრულდება მაშინ, როცა პროფესიული განვითრება ექნებათ ექიმებს, რის პროგრამებიც, დღეს, ვფიქრობ, არაჯეროვნად სრულდება. ვიტყოდი იმასაც, რომ პირველად ჯანდაცვაში საკმაოდ დაბალია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება და ესეც საყურადღებო ფაქტორია."

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...