გიგი წერეთელი: ოპოზიციას აქვს თავისი გაცხადებული მოთხოვნები, ეს პაკეტი არ იცვლება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესსა და ოპოზიციის მომავალ გეგმებს ეხმაურება.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში იქნება უფრო მეტი ინფორმაცია და მასთან ერთად იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, პირველ რიგში მივმართავ და მთელი ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს თავად გადაწყვეტილება და არ იმეორებდეს ჯიუტად ერთი და იგივეს. ოპოზიციას აქვს თავისი გაცხადებული მოთხოვნები, ეს პაკეტი არ იცვლება, შესაბამისად, თუ არ იქნება კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები და რა იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რათქმაუნდა, მაშინ, ეს პროცესი შევა ჩიხში.

იმედი მაქვს, რომ საღი აზრი არსებობს და ყველასთვის ნათელია, რომ ასე ვერ გაგრძელდება ეს პროცესი ვერანაირად, ამას სჭირდება განმუხტვა და შესაბამისად, უნდა იყოს პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადებები, რაც მოიტანს უფრო საინტერესო დისკურსს პერსპექტივის თვალსაზრისით და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც ეხება კონკრეტულ მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან.
ოპოზიციურ არსენალში ყოველთვის არსებობს რაღაც ტაქტიკური სვლები, ეს არის პროტესტი და სხვა კანონიერი ფორმების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა. ერთპარტიული პარლამენტი საკმაოდ აზიანებს საქართველოს იმიჯს და მის მომავალ ამოცანებს, ამიტომ, ამისკენ უნდა იყოს ორიენტაცია აღებული და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდში იქნება უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისად, ოპოზიციაც ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე ღიად ისაუბრებს“, – განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად