გიგი წერეთელი: ოპოზიცია კონკრეტულ საკითხებზე, რაც ეხება ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, რეფორმებს, მზად არის მოლაპარაკებებისათვის

“ძალიან სამწუხაროა, რომ შეთანხმება არ შედგა და აქ არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ უფრო მეტადაა პასუხისმგებელი ამ შეთანხმებაზე, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმაც, პარტნიორებმაც არაერთხელ გააკეთეს აქცენტი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

“ეხლა, ამ მოცემულობაში, ჩვენ გვრჩება ერთი რამ. იმისათის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, შეთანხმება არის აუცილებელი ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს მედიატორის თუ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
მე ვფიქრობ, რომ უფრო მომწიფებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მომწიფებული პოლიტიკური კლასია და ხელისუფლებას კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობა, არ უნდა იყოს საჭირო საერთაშორისო მედიატორების ამგვარი ჩართულობა და მათზე დამოკიდებულება. ძალიან კარგია, რომ არსებობს ეს ინსტრუმენტი, მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით ამის მოგვარება.
დღეს, ისევ და ისევ, პირველ რიგში, ხელისუფლების მოედანზეა ბურთი და ასევე ოპოზიციას უკვე არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მას კონკრეტულ საკითხებზე, რაც ეხება ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, რეფორმებს და ა.შ, ის მზად არის მოლაპარაკებებისათვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...