გიგი წერეთელი: კორონავირუსზე ბევრი რეკომენდაციაა და საქართველო ვერ გამოიგონებს გაიდლაინებს

ამის შესახებ“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, ექიმმა, გიგი წერეთელმა განაცხადა “tv პირველის” გადაცემა “დღის ამბებში”

“გუშინ ჩვენ ვნახეთ საზოგადოების შეშფოთება ,რომელიც ყოველთვის მოყვება ხოლმე ასეთ პროცესებს. ამის მოსაგვარებლად საჭიროა ყველაფერს გაეცეს კომპეტენტური პასუხი და მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას , თუმცა ამავე დროს სიფრთხილე ყველას გვმართებს. ის უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი და არა მხოლოდ ერთ უწყებაზეა აქ საუბარი, საჭიროა ხელისუფლებაში იყოს ეფექტური კოორდინაცია. ძალიან ბევრი რეკომენდაცია არსებობს და დღეს საქართველო ვერ გამოიგონებს გაიდლაინებსა და სახელმძღვანელოებს. ეს უკვე არსებობს, გარკვეული გამოცდილება ამის შესახებ წინა წლებშიც გვქონდა, ასეთი განვითარებული ინფრასტრუქტურა არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც ვმუშაობდით იმაზე, რომ თავიდან აგვეცილებინა გართულებები. აქ ორი საკითხია, პირველი რას აკეთებს უწყება და მეორე რას აკეთებენ ადამიანები.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი პოლიტიკით არის გაჯერებული ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ვითარება არის პოლიტიკური ბრძოლის არეალი, პირიქით ჩვენც მზად ვართ დახმარებისთვის. დაავადების კონტროლის ცენტრი არის ძალიან პროფესიული, გვაქვს კარგი შესაძლებლობები მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს პროგნოზირება და შესაბამისად უკეთესი მზადება. მე ვფიქრობ, რომ მომარაგების მხივ უკეთესად უნდა მომზადებულიყო ქვეყანა.“-განაცხადა წერეთელმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად