გიგი წერეთელი ჯანდაცვაზე: როცა ვაკრიტიკებდით, ყველა თავს გვესხმოდა ღმერთების გარემოცვის კრიტიკას როგორ ბედავო 

როცა ვაკრიტიკებდით, ყველა თავს გვესხმოდა ღმერთების გარემოცვის კრიტიკას როგორ ბედავო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში მართვის კრიზისია და რესურსების არასწორად განაწილება ხდება.

“ერთია, რომ საყოველთაო პანდემიაა, მეორე ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვხვდებით, როგორ ვემზადებოდით, როგორ პროგნოზებს ვაკეთებდით, ვიაყვით თუ არა თვეებში ტრაბახის რეჟიმში. პირდაპირ ვიტყვი – წარმოუდგენელი რაღაცაა, როდესაც აკრიტიკებ ოპოზიციონერი და მერე ყველა თავს გესხმის ხელუსფლებისგან, რომ როგორ ბედავ კრიტიკას ამ არაჩვეულებრივი ღმერთების გარემოცვაში ვართ ყველანი და ყველამ ყველაფერი საუკეთესოდ იცის.

ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ საკოორდინაციო საბჭო როგორ შეიკრიბა ასე, ყველა საოცარი ნიჭის პატრონი. ეს იყო თვეების წინ და ამას ნიშნის მოგებით ხომ არ ვამბობთ არა?! დღეს ვხედავთ, რომ ადამიანები საწოლებს ეძებენ და როდესაც ნაკადები ვერ იმართება, როდესაც კონტაქტების პასუხებს აზრი არ აქვს, ბევრი რამე გვიანდება, ძალიან ბევრი რამეა. სასწრაფო ვერ პასუხობს… ჯანდაცვაში მართვის კრიზისია, აქედან არის რესურსების არასწორი განაწილება. ამ ყველაფერს ერთ დღეს ნათელი მოეფინება, მაგრამ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამ ვითარებას რამე ვუშველოთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად