გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს

გადაწყვეტილება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობს. სესია საპარლამენტო ასამბლეის გენერალური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევით დასრულდა.

საპარლამენტო ასამბლეის გენერალური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე, სხვა კანდიდატებთან ერთად, ევროპის სახალხო პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი წარადგინა.

არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ავსტრიელმა ქრისტინე მუტონენმა 86 ხმა მიიღო, ხოლო გიგი წერეთელმა – 73.

შეგახსენებთ,რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სამი პრეტედენტი იყო წარდგენილი: ავსტრია – კრისტინ მუტონენი, საფრანგეთი – ალენ ნერი და საქართველო – გიგი წერეთელი.

რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეს, მასზე ოთხი კანდიდატი იყო წარდგენილი; ლიტვა – ალეკნაიტე აბრამიკენე, რუმინეთი – ვიქტორ პაულ დობრე, აზერბაიჯანი – აზაი გულიევი და პორტუგალია – იზაბელ სანტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად