გიგი წერეთელი: ერთპარტიულ პარლამენტს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, ვინც ვფიქრობდით, როდის შევიდოდით ევროკავშირსა და ნატოში

ერთპარტიულ პარლამენტს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, ვინც ვფიქრონდით, როდის შევიდოდით ევროკავშირსა და ნატოში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ლარის კურსი და ფასები ამის მაჩვენებელია. ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისია. როდის ყოფილა ასეთი რამე, როდესაც ჩვენ გველოდება ერთპარტიული პარლამენტი. სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით ალბათ ის ადამიანები, ვინც ვფიქრობდით, როდის შევა საქართველო ნატოში და როდის იქნება ევროკავშირში. ყოველთვის ძალიან მაღალი დიდი ამბიციები გვქონდა.

ყველაფერი შედეგობრივად დაკავშირებულია მიზეზებთან. მიზეზები არის ქვეყნის არასწორი მართვა თავიდანვე. ის სისტემა, რომელიც შეიქმნა – ოლიგარქიული ვერტიკალი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს. მინისტრები ინიშნებიან სუს-ის რეკომენდაციით, ან ზოგჯერ მონური ერთგულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერზე აისახება. ეს არის ჯანდაცვაშიც. ერთია, რომ საყოველთაო პანდემიაა, მეორე ჩვენ რას ვაკეთებთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად