გიგი თევზაძე: აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტებისთვის შევარდნაძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი

აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტებისთვის შევარდნაძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ილიაუნის პროფესორმა გიგი თევზაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმია და ის რუსეთის ხელისუფლების გაგრძელებაა.

“მე ვიცი აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტების რეაქციები შევარდნაძეზე, მათთვის ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. იგივე ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი, იგივე ის, რასაც ის აკეთებდა, ამას ნიშნავს. იცით, როგორი ადამიანი იყო? – შეიძლება კონკრეტული ადამიანების უფლებები ფეხებზე ეკიდა, მაგრამ ისტორიაში უნდოდა საკუთარი თავის დატოვება. ჩვენ შევარდნაძეს ვერ დავაბრალებთ, რომ იქცეოდა ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება.

დღეს აბსოლუტურად ოკუპაციური რეჟიმია და რუსეთის რეჟიმის გაგრძელება. შევარდნაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო და მსოფლიო დამოუკიდებელი ქვეყნების რუკაზე ყოფილიყო, შიგნით ქვეყანა იყო მთლიანად დეზინტეგრირებული. დღეს რაც ხდება, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გაგრძელება. ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმია და ამის ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, რომ მხოლოდ საოკუპაციო შეიძლება ჰყავდეს ტყვედ და პატიმრობაში პრეზიდენტი ასეთ პირობებში და ვითარებაში”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.

კომენტარები
იტვირთება...