გიგაური: სადაც ავარიული მდგომარეობაა, პედაგოგმა მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს

"იქ სადაც არის ავარიული მდგომარეობა, გაბზარული ჭერი ან სხვადასხვა რისკი თითოეულმა სკოლის დირექტორმა, პედაგოგმა უნდა ამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა",- ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, რომ იმ 4000 ათასი სენობიდან, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი 1500 უკვე რეაბილიტირებულია. წლევანდელ სამოქმედო გეგმაში ჩასმულია 600-მდე სკოლა და სარეზერვო გეგმაში 1000-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს სამუშაოები. პასუხისმგებლობაზე თუ ვისაუბრებთ, ასეთ შემთხვევაში იქ, სადაც არის ავარიული მდგომარეობა, გაბზარული ჭერი ან სხვადასხვა რისკი თითოეულმა სკოლის დირექტორმა, პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთ დროს არ უნდა ჩაატაროს ღონისძიებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეს, მშობელს, ან ნებისმიერ თანამშრომელს.

მით უმეტეს, ეს სკოლა ჩასმული იყო სამოქმედო გეგმაში. შეფასებულია და რეაბილიტაციის პროექტიც იყო. ყველამ იცოდა, ჩაბათქაშებული ნაწილი მყარი რომ არ იყო",- განაცხადა გიგაურმა. 

ცნობისთვის, გუშინ ხაშურის ერთ-ერთ სკოლაში ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა და მეორე კლესელ მოსწავლეებს დაეცა. მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს. 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად