გიგაური: გახარია უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში გამოძიებასთან მიმართებაში ნდობა საზოგადოებაში იქნება დაბალი

„მინისტრი გახარია უნდა წავიდეს”,-ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “კურიერთან” განაცხადა.

„ის საუბრობდა, რომ პოლიციას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება და ჩვენც ვამბობთ, რომ პოლიციას, ზოგადად, აქვს ძალის გამოყენების უფლება. აქ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ შეატყობინა პოლიციამ წინასწარ დემონსტრანტებს, რომ ის ძალას იყენებს, ერთი და მეორე, რატომ გამოიყენა ყველაზე ლეტალური შედეგის მომტანი საშუალებები. თითქოს, გავრილოვის შემოსვლაზე უარის თქმის უფლება მათ არ ჰქონდათ, ესეც არის ტყუილი, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სასაზღვრო პოლიციელს აქვს უფლება, რომ უარი უთხრას მოქალაქეს შემოსვლაზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„მინისტრი გახარია უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში, იმ გამოძიებასთან მიმართებაშიც, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იქნება და ნდობა საზოგადოებაში იქნება ძალიან დაბალი,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად