გიგანტური და უნიკალური კუს მპოვნელი: იმედი მქონდა, სიმბოლურ თანხას მაინც გადამიხდიდნენ

ფოთში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუს მპოვნელი ლაშა ხოჯაზე „აიპრესთან“ დეტალებზე ჰყვება. მისი თქმით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუარესების გამო ძალიან სჭირდებოდა ფინანსური დახმარება, წორედ ამ მიზეზით დარეკა შესაბამის უწყებაში, მაგრამ თანხის გადახდაზე რომ მივიდა საქმე, კუს წაყვანაზე უარი უთხრეს და საბოლოოდ, გამომდინარე იქიდან, რომ უნიკალური ჯიშის რეპტილია ოჯახის პირობებში შეიძლება დაღუპულიყო, თავად სთხოვა რომ წაეყვანათ.

„დილით რვა საათი იქნებოდა, ზღვაზე შეშის მოსაგროვლევბლად წავედი. ნაპირზე კუ დავინახე, წყალში შევაბრუნე, მეგონა გაცურავდა, მაგრამ ვერ გაინძრა და ტალღამ ისევ ნაპირზე გამორიყა. ასეთ მდგომარეობაში რომ იყო შემეცოდა და გადავწყვიტე სახლში წამეყვანე. რაღაც პლასტმასის ნაჭერი ვიპოვე, მასზე მოვათავსე და ძლივს თრევა-თრევით მოსახლეობამდე მივაღწიე. იქ ხელის ურიკა ვითხოვე და ასე მოვიყვანე სახლამდე. აბაზანაში წყალში მოვათავსე, ცოტა უკეთ რომ გახდა და ამოძრავდა, ბათუმის დელფინარიუმში დავრეკე. ბავში 15 დღე რეანიმაციაში მყავდა და ძალიან მჭირდება ფინანსური დახმარება, ახლაც ექიმთან შემოწმებაზე დამყავს. ვიფიქრე დელფინარიუმში ერთ-ორ თეთრს მაინც მომცემდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ორი პირი მოვიდა, გვითხრეს გარემოს ეროვმნული სააგენტოდან ვართო. როდესაც მეზობლებმა და ახლობლებლა აუსნეს ჩემი ოჯახის მდგომარეობა, არცერთი თეთრის გადამხდელი არ ვართო. უკვე მანქანაში ჯდებოდნენ, უკან მოვაბრუნე. ორსაუკუნოვან, უნიკალური ჯიშის რეპტილიის მოვლას მე ვერ შევძლებდი, შემეცოდა და გავატანე რომ არ დაღუპულიყო“ _ განაცხადა ლაშა ხოჯავამ.

შეგახსენებთ, რომ ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) გუშინ იპოვეს.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები კი არ არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“ იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. ამჯერად გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გადის. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...