გიგა ყუფარაძემ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!

ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის “Titled Tuesday Blitz” გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11- დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 33-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა. “Titled Tuesday Blitz” შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად