გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს ზუგდიდის ცენტრში სახლი შეუსყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომელიც ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდის ცენტრში არსებული კერძო სახლი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია.

ახალი სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად