გიგა მაქარაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც მზადაა

ვანიშვილმა დღვენადელი დღით საბოლოოდ მოაწერა ხელი თავის განაჩენს, – ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა.

“ვხედავდით აგრესიულ ჯგუფებს სხვადასხვა ფლანგიდან. გვირტყამდნენ ჩვენ და ურტყამდნენ პოლიციელებსაც, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაუჭერია. პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ არ დაეჭირათ. პოლიციას ბრძანებას აძლევს ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ივანიშვილს აწყობს დაპირისპირება. ჯერ მცხეთის მოვლენებით დაიწყო და აქ უკვე იყო კულმინაცია. მცდელობაა, რომ შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია. რეალურად, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ეს დაპირისპირება საერთოდ არ არსებობს.

ივანიშვილმა დღვენადელი დღით საბოლოოდ მოაწერა ხელი თავის განაჩენს. მან თქვა, რომ მზად არის სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც კი, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად