გიგა მაქარაშვილი: დღევანდელ აქციაზე 2 ადამიანს თვალში შაშხანა მოხვდა, სულ კი 5 ადამიანი დაზარალდა

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით ქართული ოცნების ოფისთან გამართული აქციის დროს 5 ადამიანი დაზარალდა.

მისი თქმით, მათ შორის 3 ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზარალდა, ხოლო ორს თვალში შაშხანა მოხვდა, რომელსაც კონტრაქციის წარმომადგენლები მათი მიმართულებით ისროდნენ. მაქარაშვილის ცნობით, დაზარალებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“ცემის დროს იყო ორი დაზარალებული, მერე ორ ადამიანს თვალში მოხვდა შაშხანები, რომლებსაც ისროდნენ და გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქამებმა. ამ ეტაპზე როგორც ვიცი, დამაკმმაყოფილებელია მათი მდგომარეობა. ერთს, არასრულწლოვანს კი დაპირისპირებისას ზედ გადაუარეს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად