გიგა ბოკერია: ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან

“ვწუხვარ, რომ გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან. მაგრამ მინდა, ისევე, როგორც ყველა სხვას, მას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის პატივს ვცემ მათ არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქრთველოსა“ და ამ გუნდის ფასეულობების თანხვედრაში იქნება,” – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ყოფილა იქამდეც, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, ამ ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებია. ელენე ხოშტარია წავიდა, თავის გზაზე დადგა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო კომენტარი მისგან არ მომისმენია. დღეს ის არის ჩემთვის პარტნიორი, არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ღირებულებათა მნიშვნელოვან ნაწილში პარტნიორი. მე ვისურვებდი, რომ ყველა ასე იყოს, ვინც დღეს რამე სხვა გზა აირჩია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” დღევანდელი ყრილობის დაწყებამდე, პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: დღეს მე არ ვიქნები “ევროპული საქართველოს’ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე

პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, პოლიტსაბჭოს ახალმა შემადგენლობამ გენერალურ მდივნად კაკო ბობოხიძე აირჩია.

ასევე სოციალურ ქსელში დაწერა პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობაზეც და წევრობაზეც   მოგვიანებით, პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...