გიგა ბოკერია: ვოლსკის და ჯაფარიძის დაპირისპირება არის საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება

“ევროპული საქართველოს” ერთერთიი ლიდერი გიგა ბოკერია  პარტიის სახელით მხარდაჭერას უცხადებს “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა,  რომ კონსულტაციების შედეგად სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერასაც მიიღებს ზურაბ ჯაფარიძე და იქნება ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის ერთობის.

“ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ევროპული საქართველო” მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები, სხვა პარტიებთან, ვინც ამ შეთანხმების მონაწილეა დასრულდება საყოველთაო მხარდაჭერით ზურაბ ჯაფარიძის. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება – ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად