გიგა ბოკერია: ვინც ახლა სიებს ადგენს ან ბრიყვია ან შურისძიებით აღვსილი

ესაა ჩემი მყარი აზრი და ვინც ახლა სიებს ადგენს, ჯერ სანამ ივანიშვილი არ დაგვიმარცხებია ჯერ, ან არის ბრიყვი, ან შურისძიებით აღვსილი. სხვა ახსნა მე არა მაქვს. ეს არ გამოადგება საქართველოს არცერთ შემთხვევაში.”,- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “კურიერთან” განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ პირობებში, როცა სასამართლო ჯერჯერობით დამოუკიდებელი არაა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული.

“მაგათზე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ჩვეულ სტილად იქცა სააკაშვილის, მისი გარემოცვის და “ნაციონალური მოძრაობის” ბევრი ლიდერის, რომ როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ოპონენტები, ივანიშვილი და სხვები, ცილისწამება და ტალახის სროლა, ახლა ასე იქცევიან თვითონ.

მოგვიწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რომ სანამ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული.

ესაა ჩემი მყარი აზრი და ვინც ახლა სიებს ადგენს, ჯერ სანამ ივანიშვილი არ დაგვიმარცხებია ჯერ, ან არის ბრიყვი, ან შურისძიებით აღვსილი. სხვა ახსნა მე არა მაქვს. ეს არ გამოადგება საქართველოს არცერთ შემთხვევაში.

ჩვენი “ევროპული საქართველოს” არჩევანია, რომ სერიოზულად გვქონდეს განხილული კონკრეტული მოდელი, როგორ წავიყვანთ ქვეყანას წინ და როგორ არ ჩავეფლობით, სწორედაც რომ პოლიტიკური მოტივით შურისძიების ჭაობში,” – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად