გიგა ბოკერია: ვერჩით იმ ხალხს, ვინც მოვიდა იმისთვის, რომ ვითომ ჩვენი მშბობლები ყოფილიყვნენ და ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ

“ევროპული საქართველო” ერჩის იმ ხალხს, ვინც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ქვეყნის გარე მტერს – საბჭოთა ბოროტების იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთს შეეკრა, ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, ვინც მზად არის, რომ ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფებად დაყოს, ვინც მოვიდა იმისთვის, რომ ვითომ მშობლები უნდა ყოფილიყვნენ და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ეგეთი დაპირისპირებით ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, როლებიც კრიმინალს შეეკრა რომ ძალაუფლებაში იყოს და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებს ამას, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომ არის აუცილებელი,  ივანიშვილის და მისი კლოუნების ჩამოცილება ხელიუფლებიდან, რასაც ააკეთებს “ევროპული საქართველო”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ევროული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

“ალბათ, შემჩნეული გაქვთ, რომ მეც და ჩემი მეგობრების ნაწილი, ივანიშვილის და მის გარემოცვას კლოუნებს (ჯამბაზებს) ვეძახით ხოლმე. ერთი ორჯერ, პარლამენტში რომ ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, მითხრეს ნუ გვეძახი კლოუნებს, გვწყინსო. დავფიქრდი და მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი ჩვეულებრივი კლოუნების და ჯამბაზების მიმართ. ამ ხალხს არაფერს ვერჩი, წესიერი, მშრომელი ხალხია და ართობენ ჩვენს ბავშვებს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა, ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად