გიგა ბოკერია: უტიფრობა “ქართული ოცნების” ხელწერაა, ოპოზიციის შეცდომებმა კი უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი

უტიფრობა “ქართული ოცნების” ხელწერაა, ოპოზიციის შეცდომებმა კი უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“როდესაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, ეს საბოლოოდ არ არის შეთანხმება და ეს ნათელი გახდება. ეს რეჟიმი დარჩება, სანამ მელია ციხეშია და სანამ პოლიტიკურ დევნასაც აგრძელებენ.

მელიას საკითხზე მინდა ვთქვა, ამ შეცდომებმა, რომელიც დაშვებულ იქნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციაში, ამ მძიმე შეცდომებმა ხელ-ფეხი გაუხსნა, რომ კიდევ უფრო მეტი უტიფრობა ელაპარაკათ, ვიდრე ნორმალურ პირობებში ლაპარაკობენ ხოლმე, თუმცა უტიფრობა მათი ხელწერაა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ საზოგადოების ნდობის არდაკარგვა. ამის გარეშე კიდევ უფრო რთული გახდება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...