გიგა ბოკერია: თუ ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობაზე ხარ, სხვა ქვეყნის პოლიტიკაში არ უნდა ერეოდე

თუ ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობაზე ხარ, სხვა ქვეყნის პოლიტიკაში არ უნდა ერეოდე, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“თუ რომელიმე ქვეყანაში ხარ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უნდა ერეოდე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში. რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის მაგიდას, იქ არის ერთი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება, „ძალა ერთობაშია“, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, სადაც მიხეილი სააკაშვილი არის წევრი რამდენადაც ვიცი, მაგრამ ეს არის მათი საკითხი, მათი პოზიცია არის მნიშვნელოვანი ყველა დანარჩენისთვის, რადგან კონსესუსით ხდება გადაწყვეტილებები, მაგრამ პირდაპირ დანარჩენ პარტიებთან მიხეილ სააკაშვილს არანაირი შეხება არ აქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად