გიგა ბოკერია თამარ ალანიას: ჭაობში რომ იძირები, არ უნდა იფართხალო, უფრო ჩაიძირები (ვიდეო)

“ზოგჯერ ადამიანების რჩევას გვაძლევენ ხოლმე, ჭაობში რომ იძირები, არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირებიო. ასე გამოგდით თქვენ” – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საქართველოს უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას.

ცნობისთვის, პირველად ქართული პარლამენტის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

დღის წესრიგის მიხედვით დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...