გიგა ბოკერია: ტელეკომპანია ”იმედის” სარედაქციო პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ როდესაც მედიაბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს შორის კრიტიკული ხმა აღარ რჩება, ეს მთავრობისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. როგორც ბოკერიამ TV პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, იგი კატეგორიულად არ ეთანხმება ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ფიქრობს, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი უნდა იყოს.

“საკუთარი გამოცდილება, იმ ხელისუფლების, რომლის წარმომადგენელიც გახლდით აჩვენებს, რომ ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, როდესაც ეროვნულ მაუწყებლებს, მედიაბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს შორის კრიტიკული ხმა აღარ რჩება. არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს. ჩემი აზრი კი არ შემიცვლია, მაშინდელი “იმედი” (ბადრი) პატარკაციშვილის დროინდელი და დღევანდელი “იმედი” ძალიან არ მომწონს. მათი შეხედულებებიც, სარედაქციო ხაზიც. იმ ფასეულობისთვის, რისიც მჯერა, კატეგორიულად მიუღებელია ამ არხის სარედაქციო პოზიცია, მაგრამ ლიბერალური დემოკრატიის ფოკუსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ რომ რაღაც არ მოგწონს, თუნდაც შავრაზმული პოზიცია და მაშინდელი “იმედის” სარედაქციო პოზიცია საკმაოდ შავრაზმული იყო, მაგრამ თუ ყველა ხმა ეროვნული მაუწყჰებლის დონეზე აღმოიფხვრება, რომელიც მაუწყებლის დონეზეა, თუნდაც ჩასაფრებული და კრიტიკული, ეს ძალიან ცუდია ამ მთავრობისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის”,-აცხადებს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...