გიგა ბოკერია: სწრაფად დაიწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზრუდვებით

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

„გუშინ მანქანებზე ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასის ახსნის შემდეგ, ეს აბსურდულილ შეზღუდვა მოხსნეს. ვინც უსმინეთ ხუნდაძეს გუშინ, ამ პარალმენტისთვისაც და ამ გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი. დღეს პრემიერმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსეს, „ევროპული საქართველო“ დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ ტაქსებზე რაღაც შეზღუდვები კიდევ დატოვეს. სანამ ტრანსპოირტი არ გაუხსნიათ და ტაქსეზე კიდევ შეზღუდვა აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულ და საშუალო კლასს, არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფადაა დასაწყები, ახლავე და არა გადადებით, მანამ, ვიდრე „ევროპული საქართველო“ ან სხვა ოპოზიციური პარტია, ან ვინმე აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზრუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ რაოდენობა. ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ, ვერ მოხდება ამოქაჩვა იმ ზიანის, რაც ოჯახებმა მიიღეს. პირიქით, დამძიმდება ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი მანქანით გადაადგილდებოდეს,“ – განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად