გიგა ბოკერია: სტრასბურგში ამა თუ იმ საქმის წაგებიდან რეჟიმის შეფასება არასწორია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისს გამოქვენებულ გადაწყვეტილებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ სტრასბურგში ამა თუ იმ საქმის წაგებიდან რეჟიმის შეფასება არასწორია. როგორც მან TV პალიტრანიუსის ეთერში განმარტა, მყარი ლიბერალური დემოკრატიები სტრასბურგში საქმეს აგებენ.

“სულხან მოლაშვილის უფლებები დაირღვა იმიტომ, რომ როდესაც ციხეში გყავს კაცი, ნებისმიერი დაზიანება, რაც მას მოუვა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განცხადებები, რაც მაშინ პოლიტიკური ფიგურებისგან გაკეთდა, კონვენციის დარღვევა იყო. წინამორბედის კრიტიკა მისი მმართველობის დროს არსებულ პრობელებზე, ან დანაშაულზე, შეცდომებზე, ეს ნორმალურია.

ის კი არ არის პრობლემა, რაზეც გვაკრიტიკებენ, რასაც არ აკეთებენ და სხვა რომ არაფერი აქვთ სათქმელი, ესაა პრობლემა და მეორე, დღევამდელი ხელისუფლების საქმეები წამოსულია ხო უკვე, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის საქმიდან დაწყებული, ბევრი სხვა საქმე.

თავისთავად სტრასბურგში ამა თუ იმ საქმის წაგებიდან რეჟიმის შეფასება არასწორია იმიტომ, რომ ცივილიზებული, მყარი ლიბერალური დემოკრატიები სტრასბურგში საქმეს აგებენ. ამით არ ვახდენ ვახდენ იმ პრობლემის გაფერმკრთალებას, რომელიც ადრე არსებობდა, თუმცა ბატონი ბახტაძის მთელი ეს რიტორიკა, იმის განსახიერებააა, რაც მთელი 7 წელია გვესმის. სხვა არაფერი გვესმის ეკონომიკაზე, პოლიტიკაში, რუსეთთან მიმართებით, ადამიანის უფლებებზე. არანაირი პასუხი გამოწვევებზე, არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც დღეს ხდება. ეს არის პრობლემა და ის აუცილებლად შეიცვლება, როცა ეს ხელისუფლება დამარცხდება”,-აცხადებს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...