გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არის ცალსახა გამარჯვება

“მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მტერზე, პუტინის რუსეთის ფედერაციაზე. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა ეთნიკურ წმენდაზე, წამებაზე, მკვლელობებზე, სახლ-კარის დაწვაზე”

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარში” აგვისტოს ომის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

“სასამართლომ თქვა, რომ 8-12 აგვისტოს იმდენად აქტიური ფაზა იყო, და იმდენად რთულია მტკიცებულებების მოპოვება სამართლებრივი სტანდარტით, ამაში აღარ შევდივარო. ის კი არ უთქვამს, რუსეთი პასუხისმგებელი არ არისო, ვერ ვამტკიცებო ჩემი სტანდარტით იმ დღეებში თითოეულ ამბავზეო. მაშინ, როცა აშკარა ვითარება იყო ჩვენი ქვეყნის მიერ მიწოდებული მტკიცებულებით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა ყველაფერზე – დევნაზე, გამოძიებაზე, წამებაზე, დაწვაზე სოფლების. ვიმეორებ, 8-12-ის აქტიურ ფაზაშიც კი, შემდეგ როცა ნაკლებად აქტიური ფაზა იყო, იმ პერიოდშიც, როცა ეფექტური კონტროლი ეჭვქვეშაც აღარ დგას, რომ არ გამოიძიეს, ესეც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას. ამიტომ ეს არის ცალსახა გამარჯვება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად