გიგა ბოკერია “შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე: ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას!

“ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ამ ქედმაღლურ, კლასიკურ, ულტრასოციალისტური მე-19 საუკუნის მარქსისტულ დამოკიდებულებას, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თან ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ფულით, ყველას ფულით.”

ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ამ ქედმაღლურ, კლასიკურ, ულტრასოციალისტური მე-19 საუკუნის მარქსისტულ დამოკიდებულებას, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თან ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ფულით, ყველას ფულით. ამ გაჭირვების ფონზე, მავნებლური მარქსისტული სისულელეების ნაცვლად, თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მათთვის პირობების გაუმჯობესება უნდათ, გადასახადები დაწიონ; ნაკლები ფული წაართვან მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან, საკუთარი ან ნებისმიერი ბიუროკრატიისთვის. ეს არის „დახმარება“, საკუთარივე ზიანის შემცირება, რადგან საგადასახადო ტვირთი გაიზარდა მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა შენელდა. რეგულაციებმა კიდევ უფრო დაახრჩო ეკონომიკა და ამას საკუთარ თავზე იმკის ყველა მოქალაქე. იგივე შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც რეალურად არის  გადასახადის იძულებით გაზრდა. თუ ადამიანს არ შეუძლია იმდენი იმუშაოს, რამდენიც მას სურს, ბუნებრივია, ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე შეიძლება, ჰქონოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს  დადგენილ-შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად