გიგა ბოკერია: შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე – ეს გამოსასწორებელია

„ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში, რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. ანუ საკვანძო საკითხში, პოლიტპატიმრების არის ის ტესტი მოცემული, რომელიც ახლა თუ რაღაც სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას არ აკეთებს ვინმე მთავრობიდან, არის მკაფიო, რომ ორივე ამ მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით, მელია და რურუაზეა საუბარი, ერთი და იგივე შედეგით სწრაფად უნდა გადაწყდეს მათი გათავისუფლების საკითხი. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია და ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში ეს მოცემულია.” – ამის შესახებ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხად.

მეორე ასევე ძალიან კარგი არის, რომ ჩვენ უკვე აქ, განსხვავებით წინა არასრულფასოვანი დოკუმენტისგან, გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე. ამიტომ აი, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი, ამ დოკუმენტში და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ ამ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყოს დანიშნული ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე და ხალხი, ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია, დღემდე არ გამოცხადდა შეხვედრაზე. კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს არ იძახიან ამაზე. იმედი მაქვს, ჩვენი, მედიის, მათ შორის ყველანაირი მედიის, რომ შეაწუხებენ დღესვე, ღამით, რომ გვითხრან, რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ მოიპოვებთ ამ კითხვაზე პასუხს, ისევე როგორც, რას ფიქრობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...