გიგა ბოკერია: შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ უმრავლესობას შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცება ძვირი დაუჯდება.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შალვა თადუმაძეს ღირსება რომ ჰქონდეს, თავის კანდიდატურას გაიწვევდა.

„ძვირი დაუჯდებათ, თუ ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ჩაიდენენ. გამოძიებისთვის სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ სახის ფიგურისგან, როგორც მოსამართლისგან. შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს, რადგან როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, პოლიტიკური ღირსება უნდა გეყოს და თქვა, რომ არ იქნები კანდიდატი. როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, რეპუტაცია უნდა გქონდეს. ამ მოსმენის შემდეგ, რა ავტორიტეტი აქვს და ვის თვალში? უმრავლესობის წევრებსაც ხომ ვესაუბრებით,  შოკირებულნი არიან, მხოლოდ თადუმაძის გამო არა, სხვების გამოც”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად