გიგა ბოკერია: სერგო თეთრაძე აწამეს თუ არა უტყუარად არ ვიცით, ვინ დაამტკიცა ეს? ივანიშვილის სასამართლომ?

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ დაზუსტებით არ იცის 2011 წლის სექტემბერში, სასჯელაღსრულების საპყრობილეში აწამეს თუ არა, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. ამის სესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“სერგო თეთრაძის ამბავი და ეს ბრალდებები გავიგეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჩვენ არ ვიცით, უტყუარად, განსხვავებით გირგვლიანის ამბისგან, რა მოხდა… ეს არის თქვენი მტკიცება, ივანიშვილის სასამართლოს ნდობა არ მაქვს და მე არანაირ დასკვნას არ ვაკეთებ ამ საქმეზე… პარალელების გატარება ნებისმიერი, სხვა ამ ტიპის საქმეზე არის არაკორექტული გირგვლიანის საქმის მიმართ. მე ვერ დავადებ ვერავის ხელს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში, წამების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების მტკიცებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ იძალადეს. სერგო თეთრაძე წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად