გიგა ბოკერია: საჭიროა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა დროზე მოეგონ გონს

„სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების”. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.
რაც შეეხება ეხლა მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ეხლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის, ჩვენ ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად