გერმანიის ელჩის განცხადებას “ევროპული საქართველო” გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ითხოვს, თუმცა მათი აზრით, ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში მეტად გამოცდილი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.
“მე და ჩემი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ. კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ, არაუშავს, მას ეს გამოცდილება არ ეყო. სასურველია, რომ ასეთი მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიც გერმანიაა უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.