გიგა ბოკერია: სალომე ზურაბიშვილმა, დროზე ბოდიში მოიხადოს!

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„კატასტროფული ბუკეტია ის, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან. ამ სისულელეების ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს თურმე… რა ვერ გაუგეს, ჩანაწერი არ არის თუ რა?! სწრაფად, დროზე ბოდიში მოიხადოს! თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც შეხვდება როდესაც ასეთ სამარცხვინო რაღაცეებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე.
წავიდეს თუ არ შეუძლია ლაპარაკი“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს არც იარაღი და არც გვექნება“, – ამის შესახებ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად