გიგა ბოკერია საერთო კანდიდატებზე: ვინც წინააღმდეგია ცდება, ან შეიძლება, საქმე გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერიას განცხადებით, , აუცილებელია, რომ ყველა გონივრული იდეის მატარებელი პარტია უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნება“ დაამარცხონ.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, პირველივე ტურში მოხდეს კოორდინაცია და შეძლონ, ერთმანეთს დაპირისპირებული კანდიდატები არ დაუყენონ.

„ურბანულ ცენტრებში, განსაკუთრებით თბილისში, ამ ტიპის კოორდინაცია მხოლოდ მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის  მარცხთან შეგუებასთან. ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ან გულწრფელად ცდება და მინდა, რომ დისკუსია გვქონდეს ამაზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან მომავალ გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად