გიგა ბოკერია: სააკაშვილის განცხადებები არადამაჯერებელია, არ მჯერა რომ ის ქვეყანას წინ წაიყვანს

სააკაშვილის განცხადებები არადამაჯერებელია, არ მჯერა რომ ის ქვეყანას წინ წაიყვანს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ ყოველთვის ერთი გზავნილი გვქონდა. კარგზეც და ცუდზეც, ყველა ვინც პოლიტიკური ფიგურა ვიყავით, პასუხს ვაგებთ იმ წონით, რაც გვქონდა. ოღონდ ჩვენ ამას ზრდილობისთვის კი არა, გააზრებული გვაქვს, რა არის შესაცვლელი. სააკაშვილივით კი არ ვამბობთ, არაფერი თანამდებობა მინდაო, მერე რომ გაირკვა რომ თურმე უნდა, ორი წლით მინდაო, ეს არ არის დამაჯერებელი, მე არ მჯერა მისი, რომ ის შეძლებს ქვეყნის წინ წაყვანას. ქვეყნის წინ წაყვანას შეძლებს ის გუნდი, ვინც სიტყვას უფრთიხლდება, ამას უნდა შეხედონ ამომრჩევლებმა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად