გიგა ბოკერია: როცა ხელისუფლება პოლიტიკურ შევიწროებას გრძნობს, უფრო მეტ გესლს ანთხევს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, როდესაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები პოლიტიკურ შევიწროებას გრძნობენ, “უფრო მეტ პოლიტიკურ გესლს ანთხევენ”. როგორც ბოკერიამ TV პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, ხელისუფლებამ თავისი ლიმიტი ამოწურა.

“ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც თავის ოპონენტებს გააკრიტიკებს, მაგრამ პირველ რიგში უნდა უთხრას, რას აკეთებს თვითონ. რას აკეთებს ივანიშვილის გუნდი ჩვენ კარგად ვხედავთ ყველა მიმართულებით, ბოლო ფაზა რაც მოხდა, სერგეი გავრილოვის სამარცხვინო ამბით დამთავრებული. შემდეგ კი, ბრიყვული და კრიმინალური ქმედების შემდეგ ჩვენი ხელისუფლების, შს სამინისტროს, გახარიას,  რა თქმა უნდა, ივანიშვილის მეთაურობით.

პასუხები კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ასეთ დროს, როდესაც გრძნობენ, რომ პოლიტიკურად შევიწროებულები არიან, კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ გესლს ანთხევენ, ოღონდ ამას თავისი ზღვარი აქვს. შეიძლება გახარებულები არიან “რუსთავი 2”-ის “წარმატებით”. მეორე ტურში, როდესაც ზურაბიშვილი გაიყვანეს, ეს ძალიან პროლემატური ფიგურა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მისი მოღვაწეობის პირველივე თვეებში დადასტურდა, გახარებულები იყვნენ. თუმცა ამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ჩემი აზრით, ეს ლიმიტი ამოწურულია და შემდეგ არჩევნებზე დამთავრდება”,-აღნიშნავს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...