გიგა ბოკერია: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის

ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია.

“როცა კარასინი ან ვინმე რუსთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც ის არის, არის კარგი საქართველოსთვის. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს – ეს არის მათი ამოცანა.

ნატოს წინააღმდეგი არიან არა იმიტომ რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ის ნატოს წევრია, ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, რადგან ეს შეზღუდავს მათ  შესაძლებლობას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომ არის ეს ჩვენთვის კარგი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, კარასინის განცხადებით  NATO-ში საქართველოს შესაძლო დაჩქარებული მიღება, რუსეთისთვის საგანგაშოა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...