გიგა ბოკერია: რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია

რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა და ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ის, რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში- ლარის მერყეობა, გაუფასურება, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია: გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი დღეს, პანდემიის ფონზე, არის სასიცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის”, – განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც “ფორმულა” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად