გიგა ბოკერია: რა იცით რომელ ღმერთს ვგულისხმობდი ?!

ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი? – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

„დიდი პატივია როდესაც ჩემს გამოსვლებს ასეთი ანალიზი უკეთდება. მითუმეტეს მაშინ, როცა ღმერთს ვახსენებ, ვინც მე პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან რომელ ღმერთს ვგულისმობდი? იქნებ სხვა ღმერთს ვგულისხმობდი არა უმრავლესობის? ყველაზე კომიკური ის არის რომ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა ჩათვალეს, რომ ეს ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემ მიმართ გავრცელებული შავრაზმული განცხადების მარეაბილიტარებელია“, – თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან გაანცხადა: ღმერთმა და ჩვენ ყველამ, საქართველოს გასამთლიანებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ(ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად