გიგა ბოკერია: „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს

“ევროპილი საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, “ქართული ოცნება” 2 ნოემბრიდან “ლოქდაუნის” გამოცხადებას გეგმავს.

ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ბოკერია მოუწოდებს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, რომ მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ თემაზე.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან “ლოქდაუნის” (ჩაკეტვა) გამოცხადებას.
ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად