გიგა ბოკერია: პრეზიდენტი მართალია – რუსეთი საფრთხეა, პრობლემაა “ოცნება”, რომლის ნაბიჯებიც ამ საფრთხეს ზრდიდა

პრეზიდენტი მართალია – რუსეთი საფრთხეა, პრობლემაა “ოცნება”, რომლის ნაბიჯებიც ამ საფრთხეს ზრდიდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“პუტინის რუსეთი არის მთავარი გამოწვევა ყოველთვის – მათი განზრახვა საქართველოს, უკრაინის, დასავლეთის მიმართ არის აგრესია, რომ დაანგრიონ ის წესრიგი რაც ცივი ომის დამთავრების შემდეგ დადგა, როდესაც საბჭოთა კავშირმა დაკარგა ის გავლენა და ეს ამბიცია აქვს, არც მალავს ამას. ის არის საფრთხე ყველა თავისუფალი ადამიანისთვის – სწორია, ეს წარმოსახონ.

მეორე საფრთხეა ეკონომიკა – დიდი კონკურენცია იქნება, ვინ უფრო ამოქაჩავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პერიოდში ეს მთავრობა გვყავს. სწორია პრეზიდენტის განცხადება – პრობლემა ისაა, რასაც ის პოლიტიკური გუნდი აკეთებს, რომელიც მის უკან დგას. წლების განმავლობაში დგამდა გუნდი იმ ნაბიჯებს, რაც ამ საფრთხეს ზრდიდა – საქართველოს გაქრობით საერთაშორისო ასპარეზზე, თავისუფლების წინააღმდეგ გზავნილს ვინც აკეთებდა, იმათ ახალისებდნენ – იმის ნაცვლად, რომ ამ ბოლო პერიოდშიც რესურსი ამაზე დაეხარჯათ, პიროვნების კულტის განდიდებაზე ხარჯავდნენ და დემონიზაციაზე ოპონენტების პუტინის რუსეთის გზავნილებით – სიძულვილით”, – აცხადებს გიგა ბოკერია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოსტპანდემიურ პერიოდზე Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და მთავარ საფრთხედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად