გიგა ბოკერია: პოლიტიკური პასუხისგებლობა ივანიშვილს ეკისრება

"ჩვენ კარგად ვიცით ვინ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანა ასეთ სახიფათო ზღვარზეა. ეს არის ივანიშვილი და მისი მარიონეტების მთელი გუნდი,“ – განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,რუსთავი 2“-ის ეთერში.

ბოკერიას განცხადებით ქვეყანაში სიტუაცია დაძაბული და სახიფათოა.

,,ივანიშვილის გუნდი, მიზანმიმართულად ანგრევდა ინსტიტუტებს. თესავდა სიძულვილს და ძალადობას. ამ ინსტიტუტებს და სპეცსამსახურებს იყენებდა არა თავისი დანიშნულებისთვის, არამედ ოპონენტთა დევნისთვის. გვაქვს არაერთი ფაქტი ძალადობისა და დაუსჯელობის. ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე დღეში ეს ხელისუფლება დავამთავროთ. ჩვენ ძალიან სახიფათო დროში გვაბრუნებენ. ამაზე მეტყველებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...