გიგა ბოკერია: პოლიტიკური ფიგურები ივანიშვილის გუნდის მხარეს პარლამენტში არ არსებობდა

“პოლიტიკური ფიგურები ივანიშვილის გუნდის მხარეს პარლამენტში არ არსებობდა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიაგ ბოკერიამ “კურიერთან” განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ პარლამენტში იყო დისკუსიები, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო იყო იმის სანახავად თუ რა ხედვა აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს.

პარლამენტის ფუნდამენტურ ფუნქციას, რასაც ჰქვია აღმასრულებელი ხელისუფლებაზე კონტროლი და პოლიტიკის განსაზღვრა, ან პოლიტიკის განსაზღვრაში მინიმალური მონაწილეობა, ვერ ასრულებდა. იმიტომ რომ პოლიტიკური ფიგურები ივანიშვილის გუნდის მხარეს ამ პარლამენტში არ არსებობდა,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, დღეს საგაზაფხულო სესია სრულდება, თუმცა დარჩენილი მნიშვნელოვანი კანონების მისაღებად მომავალ კვირაში რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პარლამენტი მუშაობას სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად