გიგა ბოკერია: ფოთში,ჩვენს დროსაც ძალიან ბევრ მიქარვას ქონდა ადგილი

,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგა ბოკერიამ, ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. როგორც მან განაცხადა, შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ამომრჩევლების პრობლემებს პირადად მოისმენს. უმუშევრობა, ეკონომიკური საკითხები, კრიმინალი, ბოკერიას განცხადებით ეს ის საკითხებია რის მოგვარებასაც მათგან ამომრჩეველი ითხოვს

. „მარტო ამ ივანიშვილის მოშორება საკმარისი არ არის.უნდა დავანახოთ ხალხს,სწრაფად როგორ გავალთ წინ. ამ ქალაქში,უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დროსაც ძალიან ბევრ მიქარვას ქონდა ადგილი და არ იყო ის ყურადღება რაც საჭირო იყო, ყველაფერს ეტყობა ეს. ამიტომ , მიუხედავად იმისა, რომ ეს ეროვნული არჩევნებია, აუცილებლად მინდა,რომ ჩვენი მკაფიო გზავნილი გვქონდეს. მე პირადად მგონია, აქ ერთ-ერთი საკვანძო ამბავი ის არის რომ, გვერდზე არის პორტი და ეს ფული არ უნდა მიდიოდეს თბილისში და იქიდან არ უნდა ნაწილდებოდეს.რა შრომითაც ფული იქმნება ადგილზე,იმ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა რჩებოდეს ადგილზე. ხალხი უნდა გრძნოვდეს, რომ აქ შექმნილი დოვლათის მეპატრონეები არიან თვითონ”_ განაცხადა შეხვედრაზე გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად