გიგა ბოკერია: ოქტომბერში ხელისუფლებიდან ივანიშვილსა და მის გუნდს ჩამოვაშორებთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პარტიის ძირითადი ამოცანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

"ყველაფრის ამოცანა არის ოქტომბერში ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი პრობლემის გადაწყვეტა – ივანიშვილის და მისი გუნდის ჩამოშორება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და ეს აუცილებლად მოხდება.

"ნაციონალური მოძრაობის" განახლებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს ახალ სახეებთან და ჩვენი ამოცანა არის, რომ იმ გამოცდილებასთან ერთად რომელიც აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, ჩვენ დაგვემატოს ის ხალხი, რომელსაც სპეციფიურად, დამატებითი, ძალიან ღრმა კომპეტენცია აქვს", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქარაძემ საზოგადოებას ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლის მიხედვითაც პარტიის საარჩევნო სია დაკომპლექტდება. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები ხელისუფლების არაკომპეტენტურობით აიხსნება. 

პარტიის სიის დაკომპლექტების პერიოდში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თუ რომელმა რეგიონმა რა შედეგი აჩვენა, ანუ რამდენად დაიმსახურა ხალხის ნდობა, მეორე პრინციპი ახალი სახეების მოზიდვას გულისხმობს, მესამე კი ცენტრალური ოფისისა და სამდივნოს როლის გამოკვეთას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...